პროექტი


                                                                     პროექტი

1. პროექტის სათაური:     " წინაპართა ნაკვალევის გაცნობა"


2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:

კარგად გაეცნონ ჩვენი კუთხის/რეგიონის ისტორიულ სიძველეებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონანტების  ჩვენება, ამ ისტორიული ძეგლის შესახებ მასალების
მოძიება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით ფოტოების, ვიდეომასალების, ბროშურების,ესეებისა და ჩანახატების შექმნა, რითაც მოსწავლე  სწავლობს ნახულის მხატვრულად გადმოცემასა და დაწერას.

3. პროექტის აქტუალობა: მე-8 კლასის მოსწავლეებში ინფორმაციის  დეფიციტი ჩვენს კუთხეში
არსებული ციხესიმაგრის /ციხესიმაგრეების  შესახებ.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ეროვნული მუხტის გაღვივების მიზნით მომავალი
თაობის   წინაპართა ნაკვალევთან დაახლოება. მათთვის ეროვნული
სიძველეების გაცნობა.


 5.მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასის მოსწავლეები, 14-15 წელი


 6. ვადები, ხანგრძლივობა: 10.05 2018 წელი 10.06 2018 წელი

 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის/კუთხის ისტორიულ  მემკვიდრეობას, გაეცნობიან გონიოს ციხის ისტორიას, გამოუმუშავდებათ  კვლევა-ძიების უნარი, ურთიერთანამშრომლობისა და  მასალის  კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა, ისაუბრებენ მათი ნახვით  გამოწვეულ ემოციებზე,
დაწერენ და გაუზიარებენ ნანახის შესახებ  შთაბეჭდილებებს ერთმანეთს,
გადაიღებენ ფოტო-ვიდეოს.
გამოსცემენ გაზეთებს და ბუკლეტებს.
წარმოადგენენ დამაჯერებელ პრეზენტაციას შესაბამისი აუდიტორიისათვის.
     
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
* საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერი, პროექტორი-უზრუნველყო   სკოლამ. *ტრანსპორტი-80 ლარი.(მოსწავლეთა ხარჯით.)

*გიდი-15-ლარი; (მოსწავლეთა ხარჯით.)

*ციხის შიგნით არსებული მუზეუმის მონახულება-15- ლარი; (მოსწავლეთა ხარჯით
*  ფოტო და ვიდეო აპარატი-მოსწავლეთა კუთვნილება იყო;
*ჯამური თანხა:110-ლარი.

 9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)
  • ფუნქციების გადანაწილება;
  • აღნიშნული ციხის შესახებ დამატებითი მასალის  მოძიება, დახარისხება;
    http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/adgilmdebareobis_mixedvit.html ამ გვერდის გამოყენებით
  • სხვადასსხვა ძეგლის შედარება დახარისხება;
  • ვკითხულობთ ლექსებს გონიოს ციხის შესახებ;
  • მშობელთა მოწვევა, ინფორმირება;
  • საოგანიზაციო საკითხების მოგვარება,რესურსის მოძიება;
  • ექსკურსიის განხორციელება;
  • საინფორმაციო კამპანია(ვიდეორგოლი,ფოტოგამოფენა, კედლის გაზეთი).
  • ბროშურების, ესეებისა და ჩანახატების შექმნა.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი


     ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
·გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;
·ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
          ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის
          შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
 11. პროექტის ხელმძღვანელი: თათია ფურცხვანიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tatiapurtskhvanidze1987@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://tatiapurtskhvanidze.blogspot.com/p/blog-
                                                                page_17.html





No comments:

Post a Comment