ტრენინგის რეფლექსია
2018 წლის ივლისის თვეში გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი სახელწოდებით „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. კურსი მოიცავდა 32 საათს ( 8 დღე), მეცადინეობის ხანგრძლივობა 4 საათი. ტრენინგი ტარდებოდა ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლაში.
ტრენერი-ნათია ცინცაძე
ტრენინგის მიზანი: ისტის ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
ტრენინგი მეტად საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა ჩემთვის. დატვირთული იყო ინოვაციური მეთოდებით. თითოეული დღე სიახლის მაძიებელი იყო. გავეცანი და შევისწავლე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საკუთარი ბლოგის, რესურსის, პორტფოლიოს შექმნა, თამაშები, ანიმაციები, ბლოგზე ჩაშენება, პროექტზე მუშაობა და კიდევ ბევრი რამ.
ნასწავლ მასალას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, გავუზიარებ ჩემს მოსწავლეებს.
ვფიქრობ, მეტად საინტერესო და ინოვაციური გახდება ჩემი გაკვეთილები.
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიონალ ქალბატონ ნათია ცინცაძეს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენთვის არ იშურებდა. ძალიან ბევრი საინტერესო იდეებით დატვირთული ტრენინგისთვის.
No comments:
Post a Comment